Thursday, June 7, 2012

ეგვიპტე


ეგვიპტე (არაბ. مصر‎‎ მისრ, misˤɾ (?·i)), ოფიციალურად ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა - ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში.აღასანიშნავია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.

   კაირო ეგვიპტის დადაქალაქი ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. წარმოადგენს არაბული სამყაროს კულტურულ და კომერციულ ცენტრს. ერთ–ერთი უმსხვილესი ქალაქია აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. იგი გაშენებულია ნილოსის ნაპირზე, წარმოდგენილია მაღალი შენობებით, აქ არის საუკეთესო სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები.
   ქაირო სამი დიდი კონტინენტის: ევროპის,აზიისა და აფრიკის გასაყარზეა. დინამიური ქალაქი ნებისმიერი გემოვნების სტუმარს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს. ისტორია, კულტურა, ხელოვნება, სანახაობა, სპორტი, საყიდლები, ან უბრალოდ-გასეირნება ძველი და თანამედროვე ქაიროს ქუჩებში. ქალაქში უამრავი გასართობი და სასეირნო მარშრუტია ნილოსის ნაპირების გასწვრივ.    ტურისტების ყურადღებას იქცევს კაიროს ეროვნული მუზეუმი. სადაც ძველი ევიპტის ფარაონების, ბერძნულ-რომაული პერიოდის საგანძურია დაცული. 155 ათასი ექსპონატს შორის არის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის საგანძური.

     ალექსანდრია - ეგვიპტის სიდიდით მეორე და ხმელთაშუა ზღვისპირეთის პოპულარული საკურორტო ქალაქია. აქ ერთმანეთშია შერწყმული უძველესი ისტორია და თანამედროვე საკურორტო ზონა. ალექსანდრიის კულტურა და სტილი მკვეთრად განსხვავდება ეგვიპტის სხვა მხარეებისგან. იგი გაცილებით უფრო ახლოს დგას ევროპულ კულტურასთან.აქ დასვენების უპირატესობა ის გახლავთ, რომ შესაძლებელიასაკმაოდ დატვირთული საექსკურსიო პროგრამის იოლად შეთავსება პლაჟზე დასვენებასთან. კურორტზე სხვადასხვა დონისა და ხარისხის უამრავი სასტუმრო ფუნქციონირებს, რომლებსაც საკუთარი ღამის კლუბები და დისკოტეკები გააჩნიათ. ძლიერი საზღვაო ფორტი და სახელგანთქმული ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებია. ალექსანდრია-მხოლოდ საკურორტო ქალაქი არ გახლავთ, ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის მატარებელი ყველა ატრიბუტიკის მქონე დასახლებული პუნქტი, უამრავი კაფეებით, რესტორნებით, კაზიონოებითა და ღამის კლუბებით. და რაც მთავარია: ფასები ალექსანდრიაში გაცილებით დაბალია,ვიდრე ეგვიპტის სხვა კურორტებზე.
      ასუანი - უმაღლესი კლასის კლიმატურ-გამაჯანსაღებული კურორტია, რომლის სამკურნალო საშუალებებია: მზის, ჰაერისა და ქვიშის აბაზანები. ნილოსის სანაპიროების ხედების წყალობით ასუანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია. აქ მდინარეზე არცერთი ხიდი არ არის, მეორე ნაპირზე მოსახვედრად მანქანით ძველი კაშხალი უნდა გადალახოთ და ულამაზესი სანახაობის მოწმენი გახდებით. ნილოსზე ტურისტული თბომავლებით, შეგიძლიათ იმოგზაუროთ ასუანიდან ლუქსორამდე, და მოინახულოთ დიდებული ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლები: ქალღმერთ იზიდას ტაძარი, აღა-ხანის მავზოლეუმი, წმინდა სვიმონის მონასტერი, ბოტანიკური ბაღი, რომელიც ასუანის სიამაყეს წარმოადგენს და სხვა. ასუანში უამრავი სასტუმრო ფუნქციონირებს, რომლებიც ყველაზე დახვეწილი ტურისტის გემოვნებას აკმაყოფილებს. და კიდევ: ულამაზეს ასუანს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები.
     ელგუნა  წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი-კურორტია, რომელიც ვენეციის სტილშია ნაგები. სასტუმროები აგებულია პატარ-პატარა კუნძულებზე, ხოლო მათ შორის არხებით მოძრაობენ მომცრო ზომის ტურისტული ნავები. სასტუმროები ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსებითაც უკავშირდებიან (ფასიანი).
ელ-გუნადან შეიძლება ექსკურსიების ორგანიზება იმავე ადგილებში, როგორც ხურგადიდან,თუმცა ფასები აქ 5 დოლარიდან 20 დოლარამდე უფრო ძვირია.
ელ-გუნაში ძირითადად პლაჟზე დასვენების მსურველები ჩამოდიან. ბლომადაა სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და ბარები.შეგიძლიათ მოინახულოთ ისტორიული მუზეუმი ობსერვატორიით და გამაჯანსაღებელი ცენტრი ცლუბ ჰოუსე.
ელ-გუნადან არცთუ შორს იმყოფება ე.წ. დაივ-საიტი: წითელ ზღვაში ჩაძირული ყველაზე დიდი ხომალდებით
    ტაბა-დიდი პერსპექტივის მქონე ტურისტული კუთხეა. ადგილი საოჯახო დასვენებისთვის. სასტუმროს გარეთ ვერ იპოვით ხმაურიან დისკოტეკებსა და ბარებს. იდეალური ადგილია კომფორტის და საწყალოსნო სპორტის მოყვარულთათვის. ისევე როგორც სხვა ეგვიპტურ კურორტებზე, დაივინ-ცენტრები აქაც გთავაზობენ უამრავ მომსახურებას: დაწყებული აკვალანგებისა და ჰიდროკოსტუმების გაქირავებით, დაივინგ-საფარისათვის (წყალქვეშა ნადირობა) იახტის არენდით.
ტაბას სასტუმროები გაერთიანებულნი არიან კომპაქტურ ჯგუფში სახელწოდებით “ხუთვარსკვლავიანები”. თითოეულ სასტუმროს აქვს საკუთარი ტერიტორია პლაჟით და დასვენებისთვის აუცილებელი ატრიბუტებით.
  ქალაქში დამსვენებელთათვის აწყობენ ექსკურსიას პატარა ე.წ. ფარაონების კუნძულებზე, ციხე-სიმაგრის დათვალიერებით, ბანაობითა და მარჯნის კუნძულების მონახულებით.ექსკურსიები ტაბადან მოსეს მთაზე და ფერად კანიონში(ხეობაში) გაცილებით უფრო ახლოა, ვიდრე შარმ-ელ შეიხიდან.
     შარმელშეიხი  გადაჭარბების გარეშე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ეგვიპტის ყველაზე პოპულარული კურორტი.ქალაქის ყველაზე ძველი და კეთილმოწყობილი ნაწილი ნაამა-ბეი გახლავთ. ნაამას პლაჟის გასწვრივ მდებარე საფეხმავლო ქუჩაზე განლაგებულია რესტორნები, კაფეები, დისკოთეკები და მაღაზიები. აქ გართობა, კვება, სუვენირები რამდენჯერმე უფრო ძვირია, ვიდრე ეგვიპტის სხვა კურორტებზე.თითქმის ყველა პლაჟზე მარჯნის კუნძულები პრაქტიკულად სანაპიროსთან იწყება, რაც ძალიან ახარებთ წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს, რომლებსაც საშუალება აქვთ თვალი ადევნონ ბუნების ამ საოცრებას წითელ ზღვაში. შარმ-ელ-შეიხის ტერიტორიაზე ორი ნაციონალური პარკია: ნაბკი და მსოფლიოში ცნობილი რას-მოჰამედი. პოპულარული დისკოთეკები, საბავშვო პარკი, გართობის პარკი, დელფინარიუმი. შეგიძლიათ ითამაშოთ ჩოგბურთი და გოლფი.

ვენეცია


ქალაქის სახელი მომდინარეობს აქ მცხოვრები ანტიკური პერიოდის ხალხისაგან, რომლებსაც ვენეტები ეწოდებოდათ და ქარისტეშობამდე დაახლოებით მეათე საუკუნეში ცხოვრობდნენ.ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ:"La dominante", Serenissima","ადრიატიკის ზღვის დედოფალი", "წყლის ქალაქი", ნიღბების ქალაქი", "ხიდების ქალაქი", "მცურავი ქალაქი". ქალაქი ვენეცია 117 პატარა კუნძულსა და არხს მოიცავს. აქ არ არის გზები და ამიტომ გადაადგილება წყლის ტრანსპორტით ხდება. ტურისტებისათვის განსაკუთრებით მომხიბვლელია გონდოლებით გასეირნება

Wednesday, June 6, 2012

იერუსალიმი

იერუსალიმი ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის - მიმდევართათვის. მოსახლეობა: 695,000 (დაახ. 2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.ძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ მე-16 საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, სამადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს. ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროზა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული












ახალი ქალაქი უბნებადაა გაყოფილი. თითოეული მათგანი აშენებულია საკუთარი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრის ირგვლივ. არაბული უბნები მხოლოდ ისრაელის მიერ 1967 წელს შემოერთებულ აღმოსავლეთ ნაწილშია. ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი ებრაული უბანი ააშენა, სადაც დღესდღეობით 200,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. იერუსალიმის არაბები, რომლებიც უარობენ ისრაელის მოქალაქეობის მიღებას, სარგებლობენ მოქალაქეთათვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით. მეორე მხრივ, რადგან მათ არც მუნიციპალურ არჩევნებში სურთ მონაწილეობის მიღება, მერიაში არ ჰყავთ წარმომადგენლები; ამის გამო ქალაქის ხელისუფლება გულგრილად ეკიდება არაბულ მოსახლეობას, რაც ძირითადად მათი უბნების ინფრასტრუქტურის დაბალ დონეში გამოიხატება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი სრულებით ებრაულია. იერუსალიმის ებრაელები იყოფიან ხილონებად და ხარედებად (ცხოვრების დასავლური სტილის მიმდევრებად და ღრმად მორწმუნეებად). ამ ჯგუფებს შორის დაძაბულება სუფევს რელიგიური და ზნეობრივი საკითხების ირგვლივ, რაც ზოგჯერ უსიამოვნო ინციდენტებს იწვევს. ხილონები და ხარედები ცალ-ცალკე უბნებში ცხოვრობენ.
    მილიარდობით ტურისტი სტუმრობს იერუსალიმს ყოველწლიურად, რათა მომსწრენი გახდნენ სასწაულებრივი ცეცხლისგარდამოსვლისა, ნახონ ქრისტეს საფლავი და უამრავი ის სიწმინდე რაც იერუსალიმშია.

ტურიზმი საქართველოში



ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში. არსებობს მრავალი შესაძლებლობა ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად, დაწყებული საზღვაო კურორტებით გაგრძლებული მთის კურორტებით, სათხილამურო სპორტით, მინერალური წყლებით, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სხვა სახის ტურიზმით. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მდიდარია ტურისტული ღირშესანიშნაობებით.
საქართველოში ტურიზმის განვითარების ნათელი მაგალითია აჭარის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო.  რეგიონში მოქმედებს პრაქტიკულად ყველა მსოფლიო ბრენდის სასტუმრო ან გახსნის პროცესშია. უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს აჭარის რეგიონმა უმასპინძლა საქართველოში ჩამოსული ტურისტების 85%-ს.
2009 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობამ შეადგინა 1.500,000  (16%-იანი ზრდა წინა წელთან შდარებით). 2010 წელს აღნიშნულმა ციფრმა შეადგინა 2 მილიონზე მეტი,  რაც წინა წელთან განსვავებით 36%-ინ ზრდას წარმოადგენს.
პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ტურიზმის სექტორში 2009 წელს შეადგინა 132 მილიონი აშშ დოლარი. 2004 წლიდან მოყოლებული (147 მილონი აშშ დოლარიდან)  ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა და შეადგინა 470 მილიონი აშშ დოლარი 2009 წელს.
წყარო: http://www.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=30&info_id=13293

ტურიზმი დღეს


 ჩვენს დროში ტურიზმი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური სექტორი და ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი საერთაშორისო ვაჭრობაში. 1997 წელს საერთაშორისო ტურისტების რიცხვმა 612 მილიონი შეადგინა, ხოლო მათგან მიღებულმა სავალუტო შემოსავლებმა–443 მილიარდი დოლარი. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გაანგარიშებით, 2020 წლისათვის საერთაშორისო ტურისტების რიცხვი  1.6 მილიარდს, ხოლო შემოსავლები–2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
    საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, შიდა ტურიზმი, თავისი მაჩვენებლებით, რვა-ათჯერ სჭარბობს საერთაშორისო ტურიზმს. 
   არსებობს რამდენიმე ტენდენცია, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტურიზმის განვითარებით დაკავებული ადამიანისათვის. დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ტურისტების დიდი უმრავლესობა, ინფორმაციის მიღების პარალელურად, დაინტერესებულია იყოს დასვენების პროცესის, სპორტული სანახაობის, თავგადასავლების უშუალო მონაწილე; უშუალოდ ბუნებრივ პირობებში გაეცნონ იმ რეგიონის ისტორიას, კულტურას რომელშიც ჩადიან. აქედან გამომდინარე იზრდება ინტერესი სათავგადასავლო, ისევე როგორც ტურიზმის სხვა სპეციფიკური სახეობებისადმი–კულტურულ-შემეცნებითი, ბუნების მოყვარულთა, ჯანმრთელობისა და რელიგიური ტურიზმი. ძალზე პოპულარული გახდა ეკო-ტურიზმი–ტურისტები დღეისათვის ინტენსიურად ეძებენ როგორც ახალ მისამართებს, ასევე ახალი ტიპის პროგრამებს. ძალზე ბევრი ადამიანი უთანაგრძნობს ბუნებას და დიდია ინტერესი იმ რეგიონებისადმი, სადაც ეკოლოგიურ საკითხებს სერიოზული ყურადღება ექცევა. ასევე ფართოვდება საქმიანი მოგზაურობებისა და კონფერენც-ტურების მსურველთა რაოდენობა.
    რესურსი: ილიას სახელმწიფო ბიბლიოთეკა. წიგნი : ტურიზმის დაგეგმვის საფუძვლები". 

Saturday, May 19, 2012

კაპრი

მდებარეობა: ტირენიიის ზღვა, ნეაპოლის ყურე , იტალია ფართობი: 10.4 კმ.კვ. მოსახლეობა:12.200 კუნძულის მთავარი დასახლებული ნაწილია ქალაქი კაპრი. აქ მდებარეობს ორი მნიშვნელოვანი ნავსადგური, მარინა-პიკოლა და მარინა-გრანდე. კუნძულის დასავლეთ ნაწილში, შემაღლებულ გორაკებზე მდებარეობს მეორე განცალკევებული დასახლება — ანაკაპრი. კაპრის პირველ მაცხოვრებლებს ბერძენი კოლონისტები წარმოადგენდნენ და სახელწოდებაც სწორედ ბერძნულიდან მოდის κάπρος (kapros - გარეული ტახი)

შიდა ტურიზმი


- ტურიზმის უნდუსტრიის მნიშვნელოვანი სფეროა შიდა ტურიზმი, რომელსაც თან ახლავს სერიოზული  ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი. შიდა ტურიზმის განვითარება ასევე ხელს უწყობს სამუშაო ადგილების ზრდასა და ბიზნესის განვითარებას. მოსახლეობას საშუალება ეძლევა, ვიდრე საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტდეს, უკეთ გაეცნოს თავის ბუნებას, კულტურასა და ისტორიას და საკუთარ ქვეყანაში დახარჯოს იმ თანხის ნაწილი, რისი დახარჯვაც განზრახული  ქონდა საზღვარგარეთ.      
- შიდა ტურიზმის მნიშვნელოვანი ეკონომიკური უპირატესობაა საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესება, რადგანაც, მოსახლეობის მიერ საკუთარი სახსრების ხარჯვა მათსავე ქვეყანაში ამცირებს ქვეყნიდან გასული ვალუტის ოდენობას.        
განვითარებადი ქვეყნების ტურიზმის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს რეკლამა. ტურიზმის გლობალური ბაზარი ძალზედ კონკურენტულია, ამიტომ,  საჭიროა მუდმივი მუშაობა საკუთარი ქვეყნის უპირატესობების დემონსტრაციაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების ეთერის გამოყენება, რომელთაც მილიონობით მაყურებელი ყავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ არხებზე სხვადასხვა სარეკლამო რგოლებისა თუ დოკუმენტური ფილმების  განთავსების მიზანია მსოფლიოსთვის იმის ჩვენება თუ რა შესაძლებლობები აქვს ქვეყანას და რატომ იქნება ამ ქვეყანაში სტუმრობა საინტერესო. ასეთი გადაცემები ასევე ახდენენ პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას. მსოფლიოსთვის საკუთარი ქვეყნის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა სპორტული თუ მუსიკალური ღონისძიებების ჩატარება.        
- საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის განვითარება იმ ქვეყანაში, რომელსაც რეალურად გააჩნია ტურისტული პოტენციალი და ფლობს გარკვეულ კონკურენტულ უპირატესობებს ამ კუთხით, უნდა იყოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.    
წყარო: www.education.ge