Wednesday, June 6, 2012

ტურიზმი დღეს


 ჩვენს დროში ტურიზმი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური სექტორი და ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი საერთაშორისო ვაჭრობაში. 1997 წელს საერთაშორისო ტურისტების რიცხვმა 612 მილიონი შეადგინა, ხოლო მათგან მიღებულმა სავალუტო შემოსავლებმა–443 მილიარდი დოლარი. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გაანგარიშებით, 2020 წლისათვის საერთაშორისო ტურისტების რიცხვი  1.6 მილიარდს, ხოლო შემოსავლები–2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
    საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, შიდა ტურიზმი, თავისი მაჩვენებლებით, რვა-ათჯერ სჭარბობს საერთაშორისო ტურიზმს. 
   არსებობს რამდენიმე ტენდენცია, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტურიზმის განვითარებით დაკავებული ადამიანისათვის. დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ტურისტების დიდი უმრავლესობა, ინფორმაციის მიღების პარალელურად, დაინტერესებულია იყოს დასვენების პროცესის, სპორტული სანახაობის, თავგადასავლების უშუალო მონაწილე; უშუალოდ ბუნებრივ პირობებში გაეცნონ იმ რეგიონის ისტორიას, კულტურას რომელშიც ჩადიან. აქედან გამომდინარე იზრდება ინტერესი სათავგადასავლო, ისევე როგორც ტურიზმის სხვა სპეციფიკური სახეობებისადმი–კულტურულ-შემეცნებითი, ბუნების მოყვარულთა, ჯანმრთელობისა და რელიგიური ტურიზმი. ძალზე პოპულარული გახდა ეკო-ტურიზმი–ტურისტები დღეისათვის ინტენსიურად ეძებენ როგორც ახალ მისამართებს, ასევე ახალი ტიპის პროგრამებს. ძალზე ბევრი ადამიანი უთანაგრძნობს ბუნებას და დიდია ინტერესი იმ რეგიონებისადმი, სადაც ეკოლოგიურ საკითხებს სერიოზული ყურადღება ექცევა. ასევე ფართოვდება საქმიანი მოგზაურობებისა და კონფერენც-ტურების მსურველთა რაოდენობა.
    რესურსი: ილიას სახელმწიფო ბიბლიოთეკა. წიგნი : ტურიზმის დაგეგმვის საფუძვლები". 

No comments:

Post a Comment