Thursday, April 19, 2012

რა არის მატემატიკა

მათემატიკა

კომაროვის სკოლა

1965 წელს გაიხსნა ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტრნატი (ყოფილი კომაროვის სახელობის, ამჟამად თენგიზ გეგელიას სახელობის), რომელიც ცოტა მოგვიანებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არ სებული სასწავლებელი გახდა. საქართველოში (თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42, ქუთაისის
და სხვ.) ფიზიკა-მათემატიკური სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები, შემდეგ_ცნობილი მეცნიერები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და ხელს უწყობენ ყოველგვარ განვითარებას. სწორედ ასეთებით ამაყობს სკოლა და მასწავლებელი. ვფიქრობ საჭიროა ამ ტრადიციის შენარჩუნება.2005 წლის 20 თებერვალს თსუ თ. გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტერნატის ყოფილი მოსწავლეების გელა მანელიძის (სკოლა-ინტერნატის დირექტორი) დავით მორჩილაძის (თბილგაზის გენერალური დირექტორი) და კახაბერ კორძაიას (კიოტოს უნივერსიტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი) ხელმძღვანელობით მოხდა სკოლა-ინტერნატის ზოგიერთი კურსდამთავრებულის შეხვედრა და საფუძველი ჩაეყარა ”კლუბი კომაროველის” დაარსებას, რომლის ძირითადი მიზანია სკოლა-ინტერნატისადმი სხვადასხვაგვაირი დახმარების გაწევა, რათა შენარჩუნებული და განვითარებული იყოს მისი საუკეთესო ტრადიციები”.

პირველი მათემატიკურ სკოლა საქართველოში

ქართულ მათემატიკურ სკოლას საუკუნის ისტორია აქვს. ფიზიკურ-მათემატიკური სკოლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებობდა. პირველი მათემატიკურ სკოლა საქართველოში დაარსდა 1950 წელს და ილია ვეკუას სახელს ატარებს.

Thursday, April 5, 2012

პირველი ტურისტული მომსახურეობა

 1841 წელს ინგლისელმა ყოფილმა სასულიერო პირმა ტომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. ორგანიზებული ჯგუფური ტური, რომელშიც შედიოდა 20 წუთიანი მგზავრობა რკინიგზით, ჩაის, ფუნთუშების და სასულე ორკესტრის თანხლებით. გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თავად კუკმავე იკისრა. ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო 570 ადაიანმა და თითოეულისთვის 1 შილინგად ფასობდა. კუკის ეს ქმედება ემსახურებოდა უფრო სოციალურ მიზნებს, ვიდრე კომერციულს. ის მიისწრაფოდა ამ ქმედებით ეჩვენებინა, რომ შეიძლება თავისუფალი დროის მიზანშეწონილად გამოყენება. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით „ტომას კუკ ენდ სან“.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხანა. 1950 წელს, საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, 1970 წელს - 170 მილიონს, 1990 წელს - 400 მილიონს. ამჟამად თითიქმის ყველა ადამიანი მეტნაკლებად ჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში. XX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდი ტურისტი მოგზაურობდა, მათ შორის 10% საერთაშორისო ტურისტები იყვნენ და ყოველწლიურად ხარჯავდნენ 100-150 მილიარდ აშშ დოლარს.
ტურისტული მოგზაურობის გეოგრაფია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. საერთაშორისო ტურისტების 2/3 ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. შემდეგ ყველაზე პოპულარული რეგიონია მერიკა, რომლის წილად მოდის ტურისტების 20%, აღმოსავლეთ და წყნრი ოკეანის ქვეყნებზე მოდის 10%, ფრიკაზე 3%.
წყარო: ka.wikipedia.org

რა არის ტურიზმი

პირველ პოსტში მინდა გაგაცნოთ თუ რას ნიშნავს ტურიზმი და საიდან იღებს იგი სათავეს. ტერმინი ტურიზმი ნიშნავს მოგზაურობას დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნენით. ტურისტები კი არიან ადამიანები, რომლებიც ტოვებენ თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრებიან სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით. ეს განმარტებები მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას ეკუთვნის.


დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. დროთა განმავლობაში  მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია გაფართოვდა.უფრო მრავალფეროვანი გახდა ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. აშენდა მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის კი საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.

მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნეებში გამოიგონეს ორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული გახდა მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - ტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო.

წყარო: ka.wikipedia.org