Thursday, April 19, 2012
კომაროვის სკოლა
1965 წელს გაიხსნა ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტრნატი (ყოფილი კომაროვის სახელობის, ამჟამად თენგიზ გეგელიას სახელობის), რომელიც ცოტა მოგვიანებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არ სებული სასწავლებელი გახდა. საქართველოში (თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42, ქუთაისის
და სხვ.) ფიზიკა-მათემატიკური სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები, შემდეგ_ცნობილი მეცნიერები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და ხელს უწყობენ ყოველგვარ განვითარებას. სწორედ ასეთებით ამაყობს სკოლა და მასწავლებელი. ვფიქრობ საჭიროა ამ ტრადიციის შენარჩუნება.2005 წლის 20 თებერვალს თსუ თ. გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტერნატის ყოფილი მოსწავლეების გელა მანელიძის (სკოლა-ინტერნატის დირექტორი) დავით მორჩილაძის (თბილგაზის გენერალური დირექტორი) და კახაბერ კორძაიას (კიოტოს უნივერსიტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი) ხელმძღვანელობით მოხდა სკოლა-ინტერნატის ზოგიერთი კურსდამთავრებულის შეხვედრა და საფუძველი ჩაეყარა ”კლუბი კომაროველის” დაარსებას, რომლის ძირითადი მიზანია სკოლა-ინტერნატისადმი სხვადასხვაგვაირი დახმარების გაწევა, რათა შენარჩუნებული და განვითარებული იყოს მისი საუკეთესო ტრადიციები”.
Labels:
კომაროვის სკოლა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment