Saturday, May 19, 2012

კაპრი

მდებარეობა: ტირენიიის ზღვა, ნეაპოლის ყურე , იტალია ფართობი: 10.4 კმ.კვ. მოსახლეობა:12.200 კუნძულის მთავარი დასახლებული ნაწილია ქალაქი კაპრი. აქ მდებარეობს ორი მნიშვნელოვანი ნავსადგური, მარინა-პიკოლა და მარინა-გრანდე. კუნძულის დასავლეთ ნაწილში, შემაღლებულ გორაკებზე მდებარეობს მეორე განცალკევებული დასახლება — ანაკაპრი. კაპრის პირველ მაცხოვრებლებს ბერძენი კოლონისტები წარმოადგენდნენ და სახელწოდებაც სწორედ ბერძნულიდან მოდის κάπρος (kapros - გარეული ტახი)

შიდა ტურიზმი


- ტურიზმის უნდუსტრიის მნიშვნელოვანი სფეროა შიდა ტურიზმი, რომელსაც თან ახლავს სერიოზული  ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი. შიდა ტურიზმის განვითარება ასევე ხელს უწყობს სამუშაო ადგილების ზრდასა და ბიზნესის განვითარებას. მოსახლეობას საშუალება ეძლევა, ვიდრე საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტდეს, უკეთ გაეცნოს თავის ბუნებას, კულტურასა და ისტორიას და საკუთარ ქვეყანაში დახარჯოს იმ თანხის ნაწილი, რისი დახარჯვაც განზრახული  ქონდა საზღვარგარეთ.      
- შიდა ტურიზმის მნიშვნელოვანი ეკონომიკური უპირატესობაა საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესება, რადგანაც, მოსახლეობის მიერ საკუთარი სახსრების ხარჯვა მათსავე ქვეყანაში ამცირებს ქვეყნიდან გასული ვალუტის ოდენობას.        
განვითარებადი ქვეყნების ტურიზმის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს რეკლამა. ტურიზმის გლობალური ბაზარი ძალზედ კონკურენტულია, ამიტომ,  საჭიროა მუდმივი მუშაობა საკუთარი ქვეყნის უპირატესობების დემონსტრაციაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების ეთერის გამოყენება, რომელთაც მილიონობით მაყურებელი ყავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ არხებზე სხვადასხვა სარეკლამო რგოლებისა თუ დოკუმენტური ფილმების  განთავსების მიზანია მსოფლიოსთვის იმის ჩვენება თუ რა შესაძლებლობები აქვს ქვეყანას და რატომ იქნება ამ ქვეყანაში სტუმრობა საინტერესო. ასეთი გადაცემები ასევე ახდენენ პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას. მსოფლიოსთვის საკუთარი ქვეყნის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა სპორტული თუ მუსიკალური ღონისძიებების ჩატარება.        
- საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის განვითარება იმ ქვეყანაში, რომელსაც რეალურად გააჩნია ტურისტული პოტენციალი და ფლობს გარკვეულ კონკურენტულ უპირატესობებს ამ კუთხით, უნდა იყოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.    
წყარო: www.education.ge

ეკოტურიზმი


- ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგეს ეკოტურიზმი. ეკოტურისტების ინტერესის სფეროა ველური ბუნება, სხვადასხვა სახის ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები და მეცნიერული დაკვირვებები ბუნებაზე. 
- ეკოტურიზმის განვითარების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ იგი უზრუნველყოფს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ურთიერთდაკავშირებულ განვითარებას და ქმნის დამატებით სამუშაოს იმ ადგილებში, სადაც მოგზაურობენ ეკოტურისტები.        
ეკოტურიზმის განვითარებაში საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის მჭიდრო ჩართულობის უზრუნველყოფა, საჭიროა მათი სწავლება, სუბსიდირება და მცირე ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობა. ეკოტურიზმი ქმნის ადგილობრივთათვის დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ეს ეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას.       შეიძლება გამოიყოს ეკოტურიზმის სხვა უპირატესობებიც, კერძოდ:        
- ეკოტურიზმი არ ახდენს რესურსების დეგრადაციას და ზიანს არ აყენებს ბუნებას, გამომდინარე იქიდან, რომ ეკოტურისტებს აინტერესებთ ესა თუ ის  ბუნებრივი გარემო იმ სახით, როგორითაც ის არსებობს და არ მოელიან მის ცვლილებას;        
- ეკოტურიზმი ხელს უწყობს დადებითი ეთიკისა და ქცევების ჩამოყალიბებას ბუნებასთან მიმართებაში;      
- ეკოტურიზმის სფეროს მონაწილეებმა უნდა განავითარონ ისეთი მომსახურება და შეთავაზებები, რომ შესაბამისობაში მოვიდნენ ტურისტული ბაზრის მოთხოვნებთან და მიიზიდონ მოგზაურები. აქ განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს სახელმწიფო თავისი მხარდამჭერი პოლიტიკით, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურის მოწყობას, საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინვესტორების მოძიებას. ამ მიმართულებით სახელმწიფოს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ფინანსურად მომგებიანი ეკოტურიზმის ინდუსტრიის ჩამოყალიბება ბუნებრივი გარემოს დაცვისა და გაუმჯობესების პირობებში.        
- უკანასკნელ წლებში შეინიშნება ეკოტურისტების რაოდენობის ზრდა განვითარებად ქვეყნებში, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ქვეყნების განვითარებას.       ეკოტურისტებად, როგორც წესი, გვევლინებიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან: მეცნიერები, მკვლევარები, საგანმანათლებლო ტურების ორგანიზატორები. ასევე, ადამიანები, რომელთაც სურთ გაეცნონ ამა თუ იმ ქვეყნის ბუნებრივ და კულტურულ გარემოსა და ისტორიას, იმოგზაურონ დაცულ ტერიტორიებში და ა.შ.    
წყარო: www.education.ge    

ტურიზმი განვითარებად ქვეყნებში

   დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად მიიჩნევა ტურიზმის განვითარება. ამიტომ, ჩემი აზრით, საინტერესო იქნება ამ სფეროს ზოგადი მიმოხილვა და მისი უპირატესობების აღწერა.
      ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა მსოფლიოში, რომლის განვითარებასაც ამა თუ იმ ქვეყანაში დიდწილად განაპირობებს შიდა სტაბილურობა, უსაფრთხო გარემო და ეკონომიკური განვითარების მისაღები დონე. ტურიზმის ინდუსტრიას შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისა და განვითარების გამყარებას განვითარებად ქვეყნებში, სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლების ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიკაციის, გარემოს დაცვისა და კულტურათა დაახლოების გზით.  ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად ასტიმულირებს სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და გონივრული კანონმდებლობის დანერგვა.        
      ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა საზოგადოების, მთავრობისა და უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების კოორდინირებული მოქმედება. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს თუ რას ეფუძნება მისი კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით და გააუმჯობესოს მომსახურება. ტურიზმის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში დიდ როლს ასრულებს სახელმწიფო შესაბამისი რეგულაციებითა და ინფრასტრუქტურის მოწყობით. უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება ინვესტიციებს, რომელიც წარმოადგენს მამოძრავებელ ძლას ტურიზმის განვითარებისთვის.        
     ტურიზმის ინდუსტრიის მასშტაბურობას ამტკიცებს ციფრებიც, კერძოდ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2008 წელს მსოფლიო საერთო შემოსავლებიდან ერთ ტრილიონამდე დოლარს სწორედ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენდა, ხოლო საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 900 მილიონს აღემატებოდა. უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა ტურისტთა ზრდის ტენდენცია განვითარებად ქვეყნებში, რაც ხელს უწყობს ამ ქვეყნებში შემოსავლების აკუმულირებას და ცხოვრების დონის ზრდას.      
ტურიზმის განვითარება უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის უპირატესობებს: - განვითარების საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, რომელთაც არ გააჩნიათ ნედლეული, თუმცა საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას აფუძნებენ თავიანთ კულტურაზე, ისტორიულ ძეგლებზე, ნაკრძალებსა და ბუნებრივ პირობებზე;      
    ხელს უწყობს სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის განვითარებას,  კვების მრეწველობას, ახდენს შრომის ბაზრის დივერსიფიკაციას, ქმნის ტურისტულ მარშრუტებს და სამუშაო ადგილებს ისეთი პროფესიის ადამიანებისათვის, როგორებიც არიან: გიდები, თარჯიმნები, მზარეულები, მძღოლები, სასტუმროს მენეჯერები და მომსახურე პერსონალი და მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლები;        
- ტურისტთა ნაკადის ზრდა საშუალებას აძლევს მოსახლეობას, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანას, ადგილზე მოახდინოს მისი  პროდუქტის რეალიზაცია;         
   ტურიზმის განვითარებას უამრავ უპირატესობასთან ერთად თან ახლავს გარკვეული უარყოფითი მხარეებიც, ისეთები, როგორებიცაა: დაავადებების გავრცელება და ტერორიზმის საფრთხე. ასევე, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორი დაინტერესებული იყოს მხოლოდ მოგების მიღებით მოკლევადიან პერიოდში და არ ითვალისწინებდეს ქვეყნის გრძელვადიანი მყარი განვითარების ინტერესს. ასეთი მიდგომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული  მონიტორინგის დაწესება ტურიზმის, განსაკუთრებით კი ეკოტურიზმის სფეროში განხორციელებულ ინვესტიციებზე. ტურიზმის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს დაძაბული და არასტაბილური მდგომარეობა როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის მეზობელ ქვეყნებში
    ადამიანებმა, რომლებიც ფლობენ საოჯახო თუ დიდ სასტუმროებს და განკარგავენ სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებს, უნდა იცოდნენ კულტურული განსხვავებულობის ასპექტები, რათა გააუმჯობესონ ტურისტების მომსახურება და ზუსტად განსაზღვრონ ის მიმართულებები, რაც უფრო ეფექტიანს გახდის მათ ბიზნესს. ამ მიზნით შესაძლებელია კონსულტანტების მოწვევა განვითარებული ტურიზმის მქონე ქვეყნებიდან.       
      წყარო: www.education.ge

ტაილანდი



ტაილანდის სამეფო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მდებარეობს სამხრეთ აზიის ცენტრში. ტაილანდი ფართობი მოიცავს 513 115 კვ.კმ-. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 1500 კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 800 კმ-ზე. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ტაის ეთნოსისაგან, თავის მხრივტაიაღნიშნავსთავისუფალს”. შუა საუკუნეებიდან 1939 წლამდე ქვეყანას სიამი ერქვა (სანსკრიტზე Sayam - "შავგვრემანი, მუქკანიანი”)
    ქვეყანა იყოფა ოთხ ძირითად გეოგრაფიულ რეგიონად: ჩრდილოეთი, ცენტრალური, ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთი. ჩრდილოეთი არის ძირითადად მთიანი, აქ წარმოიქმნება 4 მთავარი მდინარე, რომელიც კვებავს ჩაო პრაის მდინარეს, ცენტრალური ნაწილის მაცოცხლებელ ხაზს. ეს უკანასკნელი რეგიონი მდებარეობს ძირითადად 200 სიმაღლეზე. ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი იკავებს მთელი ქვეყნის ტერიტორიის 1/3 ნაწილს და არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. ეს არის მშრალი, 100-200 მეტრ სიმაღლეზე განთავსებული ტერიტორია, რომლის უმეტეს ნაწილზე მონაცვლეობს ორი პერიოდი. იგი ან დატბორილია, ან კიდევ გვალვაა. ასევე ამ რეგიონის სიმლაშეცაა, რაც თავისთავად მიწის პროდუქტიულობას დაბალს ხდის.
     ტაილანდში კლიმატი არის ტროპიკული, ტემპერატურისა და ტენიანობის მაღალი მაჩვენებლითა და დომინირებული მუსონებით. აპრილი და მაისი არის წლის ყველაზე ცხელი თვეები. ივნისი არის სამხრეთ-დასავლური მუსონების დასაწყისი, მას მოაქვს წვიმები, რომელიც შენაცვლებით, მაგრამ მაინც გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე ჰავა არის ნაკლებად ქარიანი და ტენიანობაც შემცირებულია. ეს არის ძირითადად ტურისტული სეზონი და ყველაზე კარგი დრო ტაილანდის მოსანახულებლად. ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი არის ზამთარში ზოგადად უფრო ცივი და ზაფხულში უფრო ცხელი, ვიდრე ბანგკოკი. აქ არის ძირითადად სამი ტიპის სეზონი: გრილი (ნოემბრიდან თებერვლამდე), ცხელი (აპრილიდან მაისამდე) და წვიმიანი (ივნისიდან ოქტომბრამდე). ტაილანდი განლაგებულია ტყის ტროპიკულ ზონაში. მისი ტერიტორიის დაახლოებით 30% გაუვალ ტყეებს უკავია. დიდი სხვაობაა მცენარეულობაში რეგიონების მიხედვით
    ზღვისპირა ზოლში ძირითადად გავრცელებულია მარადმწვანე ტყეები. კორატის პლატოზე ნათელი ტყეები და ბუჩქნარებია წარმოდგენილი. მშრალჰავიან გორებზე 700-1700 სიმაღლეზე არის შერეული ტყეები, მთების ზემო ნაწილში კი იზრდება მარადმწვანე ბუჩქნარები. ტაილანდის ტყეებსა და ბუჩქნარებში გვხვდება ცხოველთა მრავალგვარი სახესხვაობები. გიბონი, სპილო, ვეფხვი, ლეოპარდი და მრავალი სხვა ველური ცხოველი. ასევე მრავალი ფრინველი, მღრღნელი და ქვეწარმავალი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი და მრავალგვარი თევზი. სამდინარო სისტემა ტაილანდში მრავალფეროვანია. მდინარეების ჩამონადენის ხასიათი მკვეთრად ცვალებადია სეზონების მიხედვით, ასევე დიდ გავლენას ახდენს მუსონური წვიმებიც. ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარეა მენამ-ჩაო-პრაი.
ტურისტთა მომსახურებისათვის ბანგკოკში უამრავი გასართობია: ესენია ღამის კლუბები და ფეშენებელური რესტორნები, ბარები, საკონცერტო დარბაზები, პარკები, მუზეუმები, თეატრები, გალერეები, კინოთეატრები, მასაჟ სალონები, საბილიარდო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, გოლფის მოედნები, სპორტული დარბაზები და სხვ. მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება დიდი სამეფო სასახლის კომპლექსი; ვიმან მეკის სასახლე ყველაზე დიდი ,,ოქროს” ტექტონას ხეებისაგან დამზადებული: პასტერის ინსტიტუტის გველის ფერმა, სადაც ამრავლებენ შხამიან გველებს და აგროვებენ შხამს ფარმაკოლოგიისათვის. ჯიმ ტომპსონის სახლ-მუზეუმი, სადაც თავმოყრილია აზიური ხელოვნების შემქმნელთა კოლექციები. ბანგკოკი იწყება ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარის მენამ-ჩაო-პრაის შესართავიდან, რომელიც რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული სიამის უბიდან, ფართოდ იშლება მრავალი მდინარეებითა და ნაკადულებით დაფარულ დაბლობზე.ყველაფერ ამით ქალაქი მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც აღმოსავლეთის ვენეცია.