Saturday, May 19, 2012

მსოფლიოს 7 საოცრება


მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობათა სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები. ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო. ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.

No comments:

Post a Comment